,,ქიბარ ხალვაში იყო მიხეილ სააკაშვილის კარის ბიზნესმენი, რომლის დროსაც რუსთავი 2 იყო შავრაზმული ტელევიზია. დღეს ამბობდა, რომ თითქოს თავისუფლების იდეას შეეწირა. ეს არის ტყუილი. მეცინება იმ ხალხზე, ვინც ზეიმობს, რომ ქიბარმა დაიბრუნა და თავისუფლება აღსდგება.
ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ისევე როგორც წარსულში, სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის საბჭო, პარლამენტი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ "რუსთავი-2" როგორმე წაერთმიათ მისი ამჟამინდელი მფლობელისთვის. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი საქმე და სხვა დანარჩენმა მას ასიამოვნა. კაცმა თვითონ თქვა, რომ ამერიკის ელჩი მასთან იყო მისული რუსთავი 2-ის საქმეზე. ვინ არის ის, რომ მასთან მივიდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თავის მოტყუებაა იმაზე, საუბარი რომ ეს არის პირადი დავა“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






