,,ჩვენ საქმეზე რეიტინგი მეტყველებს... ხალვაშს თუ როდესმე დისკომფორტი შეექმნა, ეს მისი პრობლემაა“
პოლიტიკა - 19:12, 10 Jun, 2016     1845
"რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი "ნიუპოსტთან" საუბრისას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "R2"-ის თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე".

ლაფერაშვილის თქმით, რუსთავი 2 - ის გუნდი საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს და ამაზე საზოგადოების ნდობის ხარისხიც მეტყველებს.

"ქიბარ ხალვაშს ჩემთვის პირადად არაფერი შემოუთვლია, თუ მისი განცხადება ნიშნავდა იმას, რომ მუხლის ჩოქვით, სამი წრე უნდა დავარტყა, რომელიმე შენობას და მოვინანიო ჩემი წარსული ცოდვები, რომელიც თეორიულად შეიძლება გამაჩნდეს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რა ვუპასუხო. მე ვარ ის, ვინც ვარ, ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და ყველა ჩემს ხელმძღვანელს მათ შორის, თავის დროზე ქიბარ ხალვაშსაც არ შექმნია დისკომფორტი იმით, რასაც ვაკეთებ. თუ შეექმნა ეს დისკომფორტი, ეს მათი პრობლემა უფრო მგონია, ვიდრე ჩემი... რადგან ციფრები აჩვენებს თავისას, რადგან რეიტინგი იწერება, რადგან მაყურებელი ენდობა რუსთავი 2 -ს ესე იგი ჩვენ, ჟურნალისტები ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ"- აღნიშნა ლაფერაშვილმა.

რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადწყვეტილება ძალაში დატოვა.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42