კახა კახიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:07, 10 Jun, 2016     1203
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი უჩა ნანუაშვილსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს სახალხო დამცველის ოფისთან და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით შედგა.

„ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი არაერთი მსჯავრდებული გვყავს. ჩვენ მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას დაწესებულებებიდან, დიასპორებიდან, მაგრამ კარგია რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებისგან მოვისმინოთ, სად ხედავენ პრობლემას, რომ ის შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ“, _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მსჯავრდებულებს მიეწოდებათ ყველა სერვისი, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ სასჯელის სათანადო პირობებში მოხდას.

„რელიგიურ დღესასწაულებზე მუსლიმ მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, რომ განსხვავებული საკვები ამანათების საშუალებით მიიღონ. გვყავს ათობით მსჯავრდებული, რომლებიც არ იღებენ რიგ საკვებს და მათთვის განსხვავებული მენიუ არსებობს. ასევე, არაერთხელ შესულან მათთან სასულიერო პირები. წარმოუდგენელია საპატიმრო დაწესებულებებში მსჯავრდებულის რელიგიური ნიშნით შევიწროება. ამას არავინ დაუშვებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენთან არცერთი საჩივარი არ შემოსულა,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია რომ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ მინისტრს დაუსვან შეკითხვები და ესაუბრონ იმ საკითხზე, რომლებიც აწუხებთ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა განაცხადა, ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მინისტრისგან ყველა ინიციატივაზე მხარდაჭერა მიიღო.

„ადრე რაც პრობლემები არსებობდა, აღარ დგას. წინა წლებში სამინისტროს მიმართ აქტიური კრიტიკა იყო, ახლა კი კრიტიკა ვერ მოვისმინე“, - განაცხადა არნოლდ სტეპანიანმა.

კახა კახიშვილის განცხადებით, ენობრივი ბარიერის თავიდან ასაცილებლად, არაქართულენოვანი მსჯავრდებულებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები არსებობს. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მსჯავარდებულები ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში არიან ჩართულნი. ასევე, უტარდებათ პროფესიული და საგანმანათლებლო კურსები.

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მიეწოდებათ.

კერძოდ, არაქართულენოვანი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან ზეპირი, წერილობითი, სინქრონული სათარჯიმნო მომსახურებით, ასევე, დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმების სერვისით. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირებს ხუთ ენაზე (რუსული, სომხური, თურქული, აზერბაიჯანული და ინგლისური) მიეწოდებათ ბროშურები ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ. რუსულენოვანი მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს კვირის კონკრეტულ დღეებში აქვთ შესაძლებლობა, საერთაშორისო კოდით ისარგებლონ და საზღვარგარეთ ზარი განახორციელონ.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს აზერბაიჯანელი და სომეხი მსჯავრდებულებისთვის, მათსავე ენაზე გამოცემულ გაზეთების მიწოდებას. პენიტენციურ დაწესებულებებში თურქულ და რუსულ ენებზე სატელევიზიო არხების მაუწყებლობაც არის უზრუნველყოფილი.

მინისტრის ინიციატივით, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან შეხვედრები რეგულარულად 2 თვეში ერთხელ გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42