ნოდარ ხადური სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებულთა შეხვედრას დაესწრო
პოლიტიკა - 19:02, 10 Jun, 2016     1477
დღეს, ფინანსთა მინისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური დაესწრო თსუ-სა და გერმანიის, ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის შედეგად განხორციელებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებულთა გაფართოებულ შეხვედრას.

ფინანსთა მინისტრმა მაგისტრანტებს მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ ისაუბრა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების, ისე ზოგადად, ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმისთვის. ნოდარ ხადურმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმატებულ თანამშრომლობაზე ქართველ კოლეგებთან, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსთან.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, დაფუძნდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“. ესაა უნიკალური პროგრამა თუნდაც იმიტომ, რომ მან მიიღო ევროპული აკრედიტაცია, რაც უნიკალური მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად. სწორედ ისინი არიან მომავალი საჯარო მმართველობის სპეციალისტები. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სახით, საქართველოს საჯარო სექტორი სერიოზულ შევსებას მიიღებს. მინდა, მათ ვუსურვო წინსვლა და იმედი გამოვთქვა, რომ ბევრი მათგანი საჯარო სამსახურში დიდ წარმატებას მიაღწევს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

შეხვედრაზე თავად კურსდამთავრებულებმა წარადგინეს დარგობრივი მოხსენებები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ პროგრამის ქართველი და გერმანელი ლექტორები.

როგორც ცნობილია, გასული წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობას“, სააკრედიტაციო ორგანიზაციის (FIBAA) საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი თსუ-ში 2013 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა. მისი ინიციატორები იყვნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროს, ადმინისტრაციული სამართლის განვითარება და მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს საჯარო მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42