პრეზიდენტის აზრით რუსთავი 2-ის პროცესი პირველი დღიდან პოლიტიზირებული იყო - ეკა მიშველაძე
პოლიტიკა - 18:25, 10 Jun, 2016     3860

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა გიორგი მარგველაშვილის შეფასებებზე რუსთავი 2-ის საქმესა და მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

მიშველაძის განმარტებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი და საქმე დაწყების დღიდან იყო პოლიტიზირებული, არჩევნებამდე რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლა კი დამაზიანებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით:

„საქართველოს პრეზიდენტის აზრით ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ანალოგიური დამოკიდებულებაა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის განმავლობაში მიმდინარე ყველა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის თემა იყო ძალიან მაღალი ინტერესის საგანი. პრეზიდენტი თვლის, რომ ის რაც ხდება რუსთავი 2-ის გარშემო, ამძაფრებს კითხვის ნიშნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პრეზიდენტის აზრით არჩევნებამდე რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა ქვეყნის პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა, პრეზიდენტის აზრით ეს პროცესი პირველი დღიდან იყო პოლიტიზირებული, იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. შესაბამისად, პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს გაითვალისწინოს ამ პროცესის შედეგები და მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს მედიასთან დაკავშირებულ თემატიკას“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42