საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი - დეტალები ვენეციის კომისიიდან
პოლიტიკა - 17:34, 10 Jun, 2016     810
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია ხვალ იმსჯელებს. როგორც ცნობილია კომისიის სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

როგორც ლევან ბოძაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დასკვნას ხვალ დილიდან განიხილავს. ბოძაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კომისია არსებულ დასკვნას მიიღებს:

„საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელზე დასკვნაც ვენეციის კომისიამ გააკეთა და რომელზეც შემდგომ პრეზიდენტმა მოახდინა ვეტო, იქნება ხვალ დილიდან განხილული. დღეს იყო ზოგადი განხილვები, განიხილეს პოლონეთის საკითხი და იყო განხილვები საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ხვალ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დასკვნას ან მიიღებს ვენეციის კომისია ან სხვა გადაწყვეტილებები დადგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასკვნა იქნება მიღებული და მიესალმება კომისია იმ პროცესებს, რომელიც განვითარდა პრეზიდენტის ვეტოს მიღების შემდგომ“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის მიწვევით კომისიის 107-ე პლენარულ სხდომას ესწრება, რომელიც 10-11 ივნისს გაიმართება.

სესიაზე განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომისიის წინაშე 11 ივნისს ისაუბრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42