ევროკავშირის შს და იუსტიციის მინისტრები საქართველოს პროგრესს აღიარებენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ჯერ ვერ ხდება
პოლიტიკა - 17:08, 10 Jun, 2016     1080
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს თურქეთის, საქართველოს უკრაინისა და კოსოვოსთვის ევროკავშირში მოგზაურობის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ქვეყნების უმრავლესობა უვიზო რეჟიმის შემოღებას, მისი შეჩერების მექანიზმის დაწესების შემდეგ ემხრობა.

გერმანიის შს სახელმწიფო მდივნის ემილი ჰაბერის განცხადებით ქვეყნებს უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში ზომების ამოქმედება უნდა შეეძლოთ:

„ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ განვიხილავთ საგანგებო მექანიზმის საკითხს იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეგვეძლება ზომების ამოქმედება.“- განაცხადა ემილი ჰაბერმა.

გერმანელი კოლეგის მოსაზრებას იზიარებს შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ანდრეს იგმანიც:

„თუ გვექნება სწორი სტანდარტები, ვფიქრობ გვექნება საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაცია. თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი მექანიზმზეა დამოკიდებული“- აღნიშნა იგმანმა.

შვედეთის იუსტიციის მინისტრის მორგან იოჰანსონის განცხადებით, იმ 4 ქვეყანას შორის, რომელთა ვიზალიბერალიზაციაზეც ევროკავშირში მსჯელობა მიდის, კრიტერიუმები ყველაზე კარგად საქართველომ დააკმაყოფილა, თუმცა მინისტრი ვერ აკონკრეტებს დროს როდის მოხდება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღება:

„საქართველომ ყველაზე მეტად დააკმაყოფილა კრიტერიუმები. ძალიან ძნელია და გამიჭირდება თქმა ზუსტად როდის მაგრამ მე საქართველოსთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“- განაცხადა მორგან იოჰანსონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42