ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა
პოლიტიკა - 17:14, 10 Jun, 2016     2777
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა. საველე სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

გეგმურ საარტილერიო სწავლებაში დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

„იმ საერთაშორისო სწავლებების გარდა, სადაც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ, ყველა ჩვენს სარდლობას და დანაყოფს აქვს თავისი გეგმური წვრთნები და სწავლებები. დღეს ვიმყოფებით რეაქტიული არტილერიის დანაყოფის სწავლებაზე. როგორც წესი, ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ყოველთვის ბოლომდე კმაყოფილი სროლებით, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ძალიან კარგად ისროლეს - არც კი ველოდი, ისე წარმატებულად განხორციელდა აღნიშნული კურსი... მინდა, მადლობა გადავუხადო პირად შემადგენლობას, სარდლობას და თითოეულ მეთაურს, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასმულ ამოცანას. შემიძლია ვთქვა, რომ ამოცანა 100%-ით შესრულებულია“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42