ნოდარ ხადური 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
პოლიტიკა - 16:18, 10 Jun, 2016     1106
2016 წლის 10 ივნისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, მწუხარება გამოთქვა დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მომავალში ასეთი ტიპის კატასტროფები თავიდან იქნას აცილებული.

როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად, გახსნილი იყო სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

„გასული წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, ბიზნესსექტორმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უპრეცედენტო ერთიანობის მაგალითი აჩვენეს. პირველად გაკეთდა ისე, რომ თანხა ჯერ ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი, ხოლო შემდეგ, გადაეცა თბილისის ბიუჯეტს და შესაბამისად, დაფინანსდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. ასე რომ, სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხები, ასევე, ორგანიზება გაუკეთდა იმას, რომ შემოწირულობები, მათ შორის, კერძო შემოწირულობები შემოსულიყო ბიუჯეტში და უფრო გამჭვირვალედ დახარჯულიყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადური.

სამინისტრომ, ასევე, გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელთა მდგომარეობა და ყველა იმ გადამხდელს, რომელმაც ვერ მოახერხა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენა და გადასახადების გადახდა, მოუხსნა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.

ფინანსთა სამინისტრო, ასევე, აქტიურად იყო ჩართული დონორ ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესში, რათა პარტნიორების მხრიდან საქართველოს დროულად მიეღო დახმარება როგორც ფინანსური და ტექნიკური კუთხით, ასევე ექსპერტული მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42