,,ეს ,,ტროიკა“ ასრულებდა ქვეყნის არაფორმალური მმართველის ნებას“ - შაშკინი რუსთავი 2-ზე
პოლიტიკა - 16:43, 10 Jun, 2016     3093
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. „ნიუპოსტი“ აღნიშნულის შესაფასებლად დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააგრძელა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გააჟღერა:

„ყველას კარგად გვესმოდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა, რადგან სააპელაციო სასამართლომ გააგრძელა პირველი ინსტანციის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ერთადერთი მმართველის გადაწყვეტილების შესრულებას. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა მიიღო გადაწყვეტილება, ახლა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები, ნოტარიუსები ამ გადაწყვეტილებას აფორმებენ, ეს არის ძალიან მძიმე ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიაში.

ხაზი მინდა გავუსვა იმ განცხადებას, რომელიც ამერიკის საელჩომ გააკეთა შეერთებული შტატების სახელით, რომელიც პირადპირი მესიჯი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ, საუბარი იმაზე, რომ არჩევნებამდე ამას არ გავაკეთებთ, არაფერს კარგს არ მოიტანს ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს. გარდა ამ პოლიტიკური ნაწილისა, იყო ერთი ტექნიკური ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ „ტროიკიდან“ ერთ-ერთ მოსამართლეს არ ჰქონდა სპეციალიზაცია კონკრეტულად ამ საქმის წარმოების, ის იყო სისხლის სამართლის სპეციალისტი. ეს კიდევ ერთი მომეტი და ფაქტია, რომ სამივე მოსამართლე ასრულებდა ქვეყნის არაფორმალური მმართველის პოლიტიკურ ნებას“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42