,,ჩუტყვავილა“ თუ რუსული ფაქტორი? - რატომ არ წავიდა ქართული ასეული NATO-ს წვრთნებზე პოლონეთში
პოლიტიკა - 15:58, 10 Jun, 2016     7089
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი ქართული ასეული, პოლონეთში მიმდინარე ნატოს სამხედრო სწავლებაში, “ანაკონდა 2016” მონაწილეობას არ მიიღებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით აღნიშნულის მიზეზი ინფექციური დაავადება „ჩუტყვავილაა“.

აღსანიშნაბია, რომ „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 120 ქართველი სამხედრო, რომლებიც აქტიურად ემზადებოდნენ NATO-ს უპრეცენდენტოდ მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, ბოლო მომენტში წვრთნებზე არ დაუშვეს.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას თავადცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმედა დარსალია აცხადებს, რომ ქართული ასეულის არ წასვლის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მოწვეულმა კონსილიუმმა სწორედ ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროების გამო მიიღო.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი აღნიშნულ მიზეზს სასაცილოს უწოდებს. როგორც შაშკინმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, ერთადერთი მიზეზი, რატომაც „ანაკონდას“ ასეული პოლონეთში არ გაემგზავრა საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან რუსეთისადმი მაამებლური პოლიტიკაა:

„ანაკონდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნები ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის, ნატო-ს ქვეყნებისთვის და ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის. იმიტომ, რომ ეს სამხედრო თვალსაზრისით არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური მესიჯი რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ ნატო აპირებს თავისი პარტნიორების და თავისი წევრი ქვეყნების დაცვას, ამ წვრთნებს აქვს როგორც წმინდა სამხედრო, ასევე ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა.

სამწუხაროა, რომ საქართველო ამ წვრთნებში არ მონაწილეობს. გარდა ამისა, სამწუხაროა ის, რომ არ მონაწილეობს ისეთი საბაბით, რომელიც სიცილის გარდა არაფერს არ იწვევს. შედეგად ჩვენ ახლა არ ვდგევართ პოლონეთში იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, რომლებიც უპირისპირდებიან რუსეთის მილიტარისტულ გეგმებს და რომლებიც ახლა შეადგენენ ევროპულ ოჯახს.

ერთადერთი მიზეზი რატომაც არ გაემგზავრა ჩვენი ასეული პოლონეთში არის რუსეთის არგაღიზიანების ფაქტორი. ეს ესმის ყველა ექსპერტს, ყველა ადამიანს რომელიც არის გარკვეული ამ საკითხში. ბატონების და „ჩუტყვავილის“ მოყვანა მიზეზად ნებისმიერ სამხედროში იწვევს მხოლოდ ღიმილს“, - აცხადებს შაშკინი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა ხელისუფლებას და თავდაცვის უწყებას რეალური მიზეზი ეთქვა, რადგან ნატო არ არის ორგანიზაცია, რომლის მოტყუებაც დასახელებული არგუმენტით არის შესაძლებელი:

„ასეთი არგუმენტი შეიძლება იყოს გამოყენებული სადმე სოფელში, მაგრამ არა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. სჯობდა რომ ღიად ეთქვათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ რატომ არ აკეთებენ ამას. ნუ ჰგონიათ, რომ ნატო-ში მიამიტი ხალხი ზის, რომლებიც შეიძლება მოატყუო, რომ თურმე ჩვენი ასეული არ გაემგზავრა მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე ჯარისკაცს ჰქონდა ჩუტყვავილა. სამწუხაროდ ერთადერთი მოზეზი რატომაც არ წავედით არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ უგუნური ნაბიჯით ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი. ეს არგაღიზიანების პოლიტიკა ოთხი წლის განმავლობაში ნიშნავს იმას, რომ ე.წ. საზღვრებს აქეთ წევენ და საქართველო უკვე აღარავის აღარ ახსოვს, რუსი ოკუპანტები კი ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენს ჯარისკაცებს კლავენ“, - დასძენს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42