ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
„დღეს პარლამენტმა ვერ მოახერხა, ლევან მურუსიძე შეეცვალა ანა დოლიძით. პარლამენტმა ვერ გაბედა, მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატებისათვის. ფაქტობრივად, ამით პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება.
საქართველოს პარლამენტის, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში.
როცა ამდენი საუბარია სასამართლოს გაძლიერებაზე, ახლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობა აეღო და ყოფილიყო პრეზიდენტის მოკავშირე სასამართლოს გაძლიერების საკითში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა პირიქით”, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






