„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ გამოხატავს მკვეთრად უარყოფით პოზიციას რუსთავი2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამავდროულად სრულად ვიზიარებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ საქმეზე გამოთქმულ მოსაზრებებს.
მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კერძო საკუთრებაში მყოფი ტელევიზიის მფლობელის, მართვის ან სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება საქართველოში დემოკრატიის, დემოკრატიულ ღირებულებათა და ინსტიტუტების განმტკიცებაზე, ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პროცესზე.
ყოვლად მიუღებელია ეჭვიც კი სასამართლო პროცესების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, აღნიშნული პროცესი კი ასეთი ეჭვების საფუძველს აჩენს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და შეანელოს მისი სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.
სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენლად მიგვაჩნია საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარება.“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






