მსახიობი გურანდა გაბუნია ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „რუსთავი 2 -ის“ სასმართლო პროცესებზე ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ვინც ამას ივანიშვილს აბრალებს უსინდისოა“.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას მსახიობმა მოსახლეობის იმ ნაწილს ვინც ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას აპროტესტებს "უმადურობის გამო" უსაყვედურა.
„სულ ვფიქრობ, რა ფენომენია ქართველები, რომ ასე უნდა ვლანძღოთ და ვუკბინოთ ერთმანეთს. რაც შეეხება რუსთავი 2 - ის საქმეს, მე არ ვიცი ვისი პრეროგატივა იყო ეს , თუ იმ კაცისაა - ხალვაშის იმან უნდა აიღოს, თუ ის ტყუის და არასწორს იძახის ცუდია... ეს ხომ არ ვიცი, მე არ მომწონს რომ ერთმანეთს უწივიან-უყვირიან. ეს არის საქართველო? - დაიღალა ხალხი“- აღნიშნა მსახიობმა.
გურანდა გაბუნია „ნიუპოსტის“ იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც რუსთვი 2 - ის საქმეში ყოფილი პრემიერის შესაძლო ჩართულობას შეეხებოდა.
„ბიძინა ივანიშვილი არავის არ ებრძვის, ის რომ არ იყოს, მილიონი ხალხი დაიღუპებოდა. მაგან რეებიც ააშენა მაგას ვინ გააკეთებდა? მითხარით ვინ?! ივანიშვილი ხალხს საჭმელს აჭმევს, პურს აჭმევს. სირცხვილი არ არის ასეთი რამის თქმა? რუსთავი 2 თუ აბრალებს ბიძინას ესეიგი უსინდისო ხალხი ყოფილან. ბიძინა ივანიშვილს ხელი რომ დააკაროს ვინმემ სინდისი არ ექნება უბრალოდ. ამ კაცს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ სიკეთე, სიკეთე, სიკეთე... დაუმთავრებელი. ვინ გააკეთა ოპერისა და ბალეტის თეატრი? მითხარით ერთი! ყველაფრერი მისი გასაკეთებელია. ქედს ვუხრი, მაგან რაც ხალხს გაუკეთა, რაც გაუკეთა მწერლებს, აკადემიკოსებს, პოეტებს, თეატრს“- განაცხადა გურანდა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






