მასმედიაზე ზეწოლის ნეგატიური შედეგები - ჩიტიძე R2-ზე აშშ-ს ელჩის და ევროპელი ლიდერების განცხადებებს იხსენებს
პოლიტიკა - 13:06, 10 Jun, 2016     1543

რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.

„ნიუპოსტი“ გადაწყვეტილების შესაფასებლად ექსპერტ ნიკა ჩიტიძეს დაუკავშირდა. ჩიტიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ხელისუფლების გავლენა იგრძნობა:

„რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ, ჩანს, რომ ხელისუფლება ერევა სასამართლოს საქმიანობაში. თუმცა ის ფაქტი, რომ შეჩერებულია მმართველობის შესახებ ნორმა და აღსრულების ნორმა შესაბამისად, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში განაგრძობს ტელეკომპანია მუშაობას, გარკვეულწილად ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მენეჯმენტი არ უნდა შეიცვალოს არჩევნებამდე. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ინტერესებში არ შედის მენეჯმენტის შეცვლა არჩევნებამდე“, - აღნიშნა ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

მისივე განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, ასევე ქვეყნის საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე:

„მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოახდენს გავლენას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, არამედ საქართველოს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე. პრობლემა ამაში მდგომარეობს, ეს მხოლოდ ვიზალიბერალიზაციას არ ეხება, ზეწოლა მასმედიის საშუალებებზე რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც გააკეთა განცხადება, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის რიგებშიც გაკეთდა მსგავსი განცხადებები“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42