საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერდა - WSJ
პოლიტიკა - 12:34, 10 Jun, 2016     6872
"საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერდა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-ი . როგორც Wall Street Journal-ი წერს, საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმს ზაფხულისთვის მიიღებდა, გაქრა იმ ახალი პრობლემების ფონზე, რომელიც ევროკავშირის ბლოკის უმსხვილესმა წევრებმა წამოჭრეს .
გამოცემის თანახმად, ბერლინის შეშფოთებას იწვევს გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, საფრანგეთში კი მიიჩნევენ, რომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე, უვიზო რეჟიმი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის.
როგორც WSJ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება, ყველაზე ადრე ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეიძლება სექტემბერში მიიღონ.

Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის გადადება შეასუსტებს საქართველში პროდასავლურ ძალებს, რომლებიც „მტრულად განწყობილ რუს მეზობელს ებრძვიან“.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ 8 ივნისს მიმართა ევროკომისიას თხოვნით, წარადგინოს ანგარიში ქართველი კრიმინალების დანაშაულზე ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს, ლუქსემბურგში, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავენ. 20 ივნისს კი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

გუშინ, ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულა და ევროკავშირის სწრაფ გადაწყვეტილებას იმსახურებს.

გუშინვე, გამოცემა Euobserver-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთი ევროპული ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისადმი ნდობის შესანარჩუნებლად.

სააგენტოს ცნობით, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას - ნიდერლანდებს და ევროკავშირის საგარეო უწყებას ერთობლივი წერილით მიმართეს.

წერილში, ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხების მიღწევა პარასკევს, ლუქსემბურგში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ან 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42