დავით უსუფაშვილმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 12:47, 10 Jun, 2016     1372
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით,გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან გამართეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავდაცვის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის მნიშვნელოვან შეთანხმებებს მოეწერა ხელი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე განცხადებით, საქართველო მზად არის, გერმანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გააგრძელოს.„ ჩვენი ქვეყანა მზად არის, გერმანიასთან ერთად, გრძელვადიან პრიორიტეტებზე ითანამშრომლოს იმ პირობით, რომ საქართველო არ დარჩება იმ შეთანხმებების მიღმა, რომელმაც მსოფლიოში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სურვილია, აღიქმებოდეს როგორც ევროპისა და აზიის შემაკავშირებელი ადგილი, სადაც მყარდება კავშირები ეკონომიკის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში, სადაც ცივილიზაციები შეჯახების ნაცვლად, ხვდებიან ერთმანეთს. „ჩვენ შეგვიძლია და გვსურს, რომ ვიყოთ სასარგებლო ამ ორი მხარისთვის - ევროპისთვის და აზიისთვის და არ მიგვიჩნიოს ვინმემ, როგორც პატარა პრობლემა, რომელიც ოდესღაც მოგვარდება“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიას სურს, ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატში, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს. მისივე თქმით, საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.“ ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ემსახურება მშვიდობას და არ უნდა აღიქმებოდეს საფრთხის შემცველად“,- განმარტა ვოლფგანგ ჰელმიხმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42