ხელოვნებათმცოდნე ნათია მეგრელიშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ "რუსთავი 2" - ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას „ნიუპოსტთან“ აფასებს.
მეგრელიშვილის აზრით, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა ქვეყნის მომავალზე დადებითად არ აისახება.
„ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ დალაგებულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება და ადამიანები ადეკვატურები არიან. ძალიან ბევრი გაზეთია, ტელევიზიაა, რომელიც არ მომწონს, მაგრამ არასდროს მომსვლია აზრად, რომ ის უნდა დაიხუროს - გაქრეს ეს ველურობაა - თუ არ მოგწონს გადართე, თუ არ მოგწონს არ წაიკითხო“- აღნიშნა მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, მედიის დახურვა, საფრთხის შემცველია მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციის კუთხითაც.
„საფრთხეს ვხედავ და არამარტო ამ კუთხით. ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, სამწუხაროდ ამ პესიმისტს აქვს ობიექტური მიზეზები და ვერავის გავამხნევებ. ის რაც ხდება ეს დადებითი მოვლენა არ არის“- დასძინა მეგრელიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






