რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადწყვეტილება ძალაში დატოვა.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ მათ მოიგეს ომის ერთი ეტაპი, მაგრამ ომი რუსთავი 2-ის სასარგებლოდ დასრულდება, რადგან მის მხარეს სიმართლეა:
„დღეს ქართულმა სასამართლომ თავის რეალური სახე დაანახა საზოგადოებას. ის დრამატული სერიალი, რომელიც გადაიცემოდა რუსთავი 2-ის ეთერში,დღეს დასრულდა ისე, როგორც ხელისუფლებას უნდოდა. მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ხელისუფლებას, ეს ბრძოლის ეტაპებია. თქვენ შეიძლება ამ ბრძოლის ეტაპში დღეს გამარჯვება მოიპოვეთ, მაგრამ გარწუმებთ, ომი ჯერ არ დასრულება, და ამ ომს აუცილებალად მოიგებს რუსთავი 2“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






