ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებზე შსს-ში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 10:48, 10 Jun, 2016     557

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების ოფისის დირექტორ ლაურელ კოტონს და ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჟან გალს შეხვდა. შეხვედრას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს, ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრსა და საქართველოს შსს-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ზომების გაუმჯობესებაზე. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღინიშნეს, უკონტროლო ტერიტორიები რადიაციული კონტრაბანდის რისკებს ზრდის, რაც შსს-ს მხრიდან დამატებითი ზომების მიღებას საჭიროებს.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე მიმდინარეობს რადიაციის აღმომჩენი მობილური სისტემების მონტაჟი მაღალი გამავლობის მანქანებზე, რაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საშუალებას მისცემს, ყოველდღიურ რეჟიმში, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებისას მოახდინოს რადიაციული ფონის მუდმივი მონიტორინგი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს ახალ სასაზღვრო გამტარ პუნქტ „კარწახს“ ეწვივნენ და იქ დამონტაჟებული რადიაციული პორტატული მონიტორები დაათვალიერეს.

საქართველოს შსს-ს, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ რადიაციული პორტალებით აღჭურვა და თანამშრომელთა გადამზადება. სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა და ფუნქციონირება დაიწყო ეროვნულმა საკომუნიკაციო სისტემამ (NCS); ასევე, რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენისა და რეაგირების კუთხით, სპეციალური ტრეინინგები გაიარეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

აღნიშნული ღონისძიებები გამორიცხავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით რადიაციული ნივთიერებების კონტრაბანდის რისკებს და ამცირებს კონტრაბანდისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტის მიზნით გამოყენების საფრთხეს.

„აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი ქართულ მხარესთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, უკვე ათი წელია, თანამშრომლობს. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული სამმხრივი პროექტი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. გვეამაყება, რომ ვმონაწილეობდით სასაზღვრო გამშვები პუნქტი - „კარწახის“ შესაძლებლობების გაზრდაში“, - აღნიშნა ლაურელ კოტონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42