საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა
პოლიტიკა - 10:32, 10 Jun, 2016     1291

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში, ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა.

გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის დასასრულს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ევროპულ სტრუქტურებში კითხვები არ არსებობს.

„ყველა პოლიტიკოსთან ჩვენი შეხვედრების გახსნითი ფრაზა იყო, ის რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა შეასრულა.

ევროპული პოლიტიკა რთული და კომპლექსური პროცესია. ამ პროცესს და გადაწყვეტილების მიღებას კიდევ დრო სჭირდება.

ჩვენ, პოლიტიკოსები, დიპლომატიის თვალსაზრისით, არ მოვაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ის, რასაც იმსახურებას - თავისუფალი, უვიზო მიმსვლა ევროპასთან.

საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში. ჩემი დელეგაცია შედგებოდა მთავრობისა და პარლამენტის ორი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისაგან. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციის ყველა წევრს - ოპოზიციასაც და სახელისუფლებო ძალასაც, იმ ერთიანი პოზიციისათვის, რომელიც მათ ევროპასთან თავისუფლი მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით აქვთ.

ევროპარლამენტი არის ის სტრუქტურა, რომელიც სრულად უჭერს მხარს ამ პროცესის დაჩქარებას.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავისუფალ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე მოხდეს", - განაცხადა საქარველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაც შეაფასა და NATO-ს მომავალ ვარშავის სამიტზე ისაუბრა.

„გუშინ, გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს საკითხს ოთხ, ყველაზე სერიოზულ, ფორმატში განიხილავენ. რაც პოლიტიკურად, კიდევ უფრო წინ წამოსწევს ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკას.

დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ნათელ მხარდაჭერას მივიღებთ.

სამიტზე ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სხვადასხვა საშუალებებზე, მათ შორის, იმ პაკეტის გაფართოებაზე, რომელზეც უელსში გვქონდა საუბარი.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ჩვენ მივაღწევთ ჩვენი უფლებების მნიშვნელოვან და სერიოზულ აღიარებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42