პრეზიდენტის თქმით, საქართვრლო ძალისმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს.
„ჩვენ როგორც დიპლომატიის თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკოსები, არ მოვაკლებთ ამ პროცესს ძალისხმევას, რათა არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ის, რასაც ვიმსახურებთ - ვიზალიბერალიზაცია“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით ევროპარლამენტი არის ის სტრუქტურა, რომელიც სრულად უჭერს მხარს და პრინციპულად საკითხს აყენებს ამ ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში, ზაფხულში უნდა მოხდეს ვიზალიბერალიზაცია, ვიმუშავებთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ზაფხულში, სასრუველია, მთავარი მიზანია, ეს მოხდეს არჩევნებამდე“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ქართული დელეგაციის ყველა წევრს მადლობა გადაუხადა. მარგველაშვილის თქმით, "ოპოზიციასა და სახელისუფლო ძალასაც ჰქონდათ ერთიანი პოზიცია - საქართველოს უნდა მიენიჭოს თავისუფალი მიმოსვლის უფლება".
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ მოლოდინებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით გააჩნია.
„საქართველოზე დარწმუნებული ვარ ძალიან ნათელი მხარდაჭერა დაფიქსირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. სამიტზე ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების სხვადასხვა საშუალებაზე, პოლიტიკურ თვალსაზრისითაც ჩვენი უფლებების სერიოზულ აღიარებას მივაღწევთ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






