ბესელიას ზარი ტუალეტიდან მოსამართლე ტურავასთან - ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება
პოლიტიკა - 18:37, 09 Jun, 2016     13925
"რუსთავი 2"- ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ურმავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია საკონსტიტუვიო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან სატელეფონო ზარებს ტუალეტებიდან ახორციელებს.

ნიკა გვარამიამ ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ გააკეთა რომელმაც გვარამია სასამართლოს პოლიტიკაში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა.

"ჩემი საჯარო განცხადება არის ერთადერთი: ამ ქვეყანაში მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი მაქვს. ეს არის ერთადერთი დემოკრატიის დამცავი ინსტიტუცია. მე ეს განცდა მაქვს და რა შუაშია აქ ვინმეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება. ის რომ საკონსტიტუციო სასმართლო არის ერთადერთი თავისუფალი კუნძული ამაში ვარ დარწმუნებული და ვაკეთებ ამ განცხადებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში არა მე არამედ ეკა ბესელია რთავს, რომელიც მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ კანონებს იღებს. რომელიც ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან. ეს კომუნიკაცია ფაქტობრივად არც უარყო ბატონმა ტურავამ ჩვენთან საუბრისას, როცა თქვა რომ დაუშვათ მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ამ საქმეზე არ მქონიაო. არ შეიძლება მას საერთოდ ჰქონდეს კომუნიკაცია ქალბატონ ბესელიასთან. არადა, მას ეს კომუნიკაცია ჰქონდა, ეს დანამდვილებით ვიცით.

ახსოვდეს ქალბატონ ბესელიას და წულუკიანსაც რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ და რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც - ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონი ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებშიც: მერაბ გამარჯობა, ყველაფერი წესრიგშია კოლეგიაში და თეას ახლა აინტერესებს რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში ამას ეს თანამშრომლები თავის ყურით ისმენენ მათ შორის ტუალეტებიდან ნათქვამს ეს შემიძლია ახლა ღიად გითხრათ"- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42