"რუსთავი2" მოსამართლე შორენა ყავლაშვილის აცილებას ითხოვს - "ის არის ზონდერ მოსამართლე და ხელს მოაწერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას"
პოლიტიკა - 18:23, 09 Jun, 2016     1828
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე შორენა ყაველაშვილი სამოქალაქო დავების განხილვაში არაუფლებამოსილი იყო.

„ჩვენ საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. შესაბამისად ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია მთელ პროცესზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოვლენილი იქნა სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე ყოფილიყო კოლეგიაში. ჩვენ ვსვამთ კითხვას რის საფუძველზე არ მონაწილეობდა დავაში ნაზღაიძე-გუჯაბიძის მყარი შემადგენლობის მესამე მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ან ბატონი გოდერძიშვილი. რის საფუძველზე ჩანაცვლდა ეს მოსამართლეები ყაველაშვილით. რომელსაც არ გააჩნია სამოქალაქო დავებში მოსამართლის კვალიფიკაციის საბუთი. არგუმენტი, რომ მან გაიარა კურსები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში არის აბსურდი, რადგან ამ კურსებს გადის ყველა. მოსამართლის გამოცდები სპეციფიური კვალიფიკაციით ტარდება სწორედ იმის გამო რომ შემოწმდეს კვალიფიკაციები ამ მიმართულებებით და მუშაობის მიმართულებების პრიორიტეტები მიენიჭოს. მოსამართლე შორენა ყაველაშვილი რომელიც მოსამართლეობამდე იყო პროკურორი გამოცდილება აქვს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებში მუშაობის. კანონმდებლობით სასამართლოს აქვს უფლება მას მიანიჭოს სხვა მიმართულების საქმის განხილვა, მაგრამ ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადატვირთულია და ადგილი არ აქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმის განხილვას სადაც კოლეგიის ყველა წევრის აზრი უნდა იყოს განსაკუთრებულად კვალიფიციური და დასაბუთებული. ყაველაშვილს ამის კვალიფიკაცია არ აქვს და ის ამ საქმეში დავალების შემსრულებლად იქნა მივლენილი. ჩვენი ინფორმაციით ის არის პირადად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ზონდერ მოსამართლე. იგი ასრულებდა პირადად მის დავალებას და ხელს მოაწერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შესაბამისად ჩვენ ვაყენებთ მოსამართლე ყაველაშვილის აცილების საკითხს, კეთილი ინებოს კოლეგიამ გამოვიდეს სათათბიროდან და გამოაცხადოს პირველ რიგში თავისი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს პასუხი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს აცილების შუამდგომლობა და ველოდებით სასამართლოს პასუხს.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42