რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტომა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა დოკუმებნტაცია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კოლეგია, რომელიც ტელეკმპანიის საქმეს განიხილავს, არ არის უფლებამოსილი განიხილოს დავა.
პრესკონფერენციის ფარგლებში ნიკა გვარამიამ დეპუტატ გედევან ფოფხაძეს მიმართა და მისი მხრიდან, თეა წულუკიანისადმი გაკეთებული განცხადებების გამო პირადად მას ბოდიში მოუხადა. გვარამიამ დასძინა, რომ მეგობრების პირადი სენტიმენტების გამო იგი თავს ვერ შეიკავებს იმ ხისტი შეფასებებისგან, რომელსაც თეა წულუკიანის მიმართებით გამოთქვამს, რადგან გვარამიას განცხადებით, წულუკიანი ხელმძღვანელობს სასამართლო პროცესებს რუსთავი 2-ის საქმეზე:
„ბატონ გედევანს უნდა გამოვეხმაურო, მე მას პერსონალურად ბოდიშს ვუხდი ჩემი განცხადებების გამო თეა წულუკიანთან დაკავშრებით, მე მესმის მისი პერსონალური განცდები ამ საკითხთან მიმართებით, მაგრამ გედევან, ჩემი შენდამი პირადი პატივისცემისა და მეგობრობის მიუხედავად, ქალბატონი თეა წულუკიანი არის რუსთავი 2-ის მთავარი მტერი დღეს,ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ის არის ამ უკანონო დავალებების განმახორიცელებელი და მასთან დაკავშირებით თვითშეზღუდვას ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე ქართული დემოკრატიისთვის და ჩემი თუნდაც უსაყვარლესი და უახლოესი მეგობრების პირადი სენტიმენტები მე ვერ გამაჩერებს იმ ძალიან ხისტი შეფასებებისგან, რომელსაც ვაკეთებ წულუკიანის მისამართით, რომელიც უბრალოდ დანაშაულის შემადგენლობას არის აკიდებული დღეს, იმდენად რამდენადაც მართავს უკანონოდ იმ პროცესებს რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლოში და გუშინ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






