"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას"- აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე
პოლიტიკა - 17:20, 09 Jun, 2016     1251

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველო გახდა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. „ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, რომ ეხმარებოდა საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ასევე ამაყი ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში საქართველო იყო აშშ-ის მტკიცე პარტნიორი ერაყსა და ავღანეთში“.

ელისა სლოტკინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ იგი პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს მშვიდობის განმტკიცებისთვის ბრძოლის საქმეში.

აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას. „ჩვენ ვმუშაობთ ქართული არმიის გაძლიერებასა და საკვანძო რეფორმების გატარებაზე.“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოსელჩი არჩილ გეგეშიძე. აშშ-ს მხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42