ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
პოლიტიკა - 15:27, 09 Jun, 2016     974

2016 წლის 8 ივნისს აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მხრიდან მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენმა (Tony Blinken), თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ელისა სლოტკინმა (Elissa Slotkin), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა (Gayle Smith).

ღონისძიებაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას.

„ძალიან ემოციურია, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში საქართველოს 800-ზე მეტი მეგობარი შეიკრიბა. ეს ადამიანები სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა დროს საქართველოს გვერდით იდგა. იმ პროგრესში, რასაც საქართველომ მიაღწია დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, ამერიკელი ხალხისა და მთავრობის დახმარებას ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ ამ ურთიერთობებს ძალიან ვაფასებთ და მომავალ წლებს დიდი პერსპექტივით ვუყურებთ. ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობის ძალიან მტკიცე საფუძველია ჩაყრილი და ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“ - განაცხადა საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარე კონგრესმენი თედ პო (Ted Poe), აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი (Bruce Andrews) და ჰეპატიტი C ელიმინაციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი (Anthony Fauci).

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების ფარგლებში სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა მომღერალი ნინო ქათამაძე და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „Dancing Crane Georgian Cultural Center“.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მათ შორის გათამაშდა დასასვენებელი საგზურები საქართველოში, ქართული ღვინო და სასაჩუქრე კომპლექტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42