იუმორით მომიყვნენ ეს ამბავი - ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობაზე
პოლიტიკა - 14:54, 09 Jun, 2016     2010

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ჰესის მშენებლობა მართლაც დაგეგმილია, ეს კარგია.

”იუმორით მომიყვნენ ეს ამბავი გუშინ. კარგია, ჰესი თუ შენდება, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა - ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? თუ ვინმე ჰესს აშენებს, ძალიან კარგია, საუბედუროდ, მე აქ ჰესის აშენებაში არ ვმონაწილეობ. თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმოთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და მისი განადგურების საფუძველზე მოხდეს ეს. ამას კალაძე ან მთავრობის სხვა წარმომადგენელი ხელს არ მოაწერდა. ზოგადად მშენებლობას რაც შეეხება, განმუხურშიც კი, სადაც სასტუმროს აშენებას ვაპირებ და კიდევ სხვა პროექტსაც, რომელზეც მერე ვიტყვი, მოახერხეს, რომ თემა აწიეს და ისიც კი თქვეს, ზღვას გვართმევსო. სისულელეში და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს. რაც მთავარია, ოდესღაც მათი ლიდერი ამაყობდა მშენებლობით, რა თქმა უნდა ყველამ უნდა იმააყოს. გახსოვთ ალბათ, დავით აღმაშენებელს რომ ედრებოდა

”ნაციონალებმა” მოახერხეს და მშენებლობა ლამის უარყოფითად გადააქციეს. ტერმინს ამოიჩემებთ და ახერხებთ მისი მნიშვნელობის გადატანას. რამეთუ მე ვაშენებ, ლამისაა დამნაშავედ იგრძნოს კაცმა თავი. ამ ჰესზეც ასე იყო. აქ მე არ ვმონაწილეობ. მე სხვა ჰესებში ვმონაწილეობ. ეს ინფორმაცია ”რუსთავი 2”-მა გაავრცელა, ამიტომ გამორკვევით არ დავინტერესებულვარ. სხვას რომ ეთქვა, დავინტერესდებოდი”, - განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42