„გამოძიებით არ არის დადგენილი, იყო თუ არა კახი კალაძე კორცხელში ცემა-ტყეპის დამკვეთი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამის უკან იდგა კახი კალაძე. საოცრებაა, ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო კორცხელის ინციდენტის ორგანიზებაში, დაინიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად. ეჭვი, რომელიც კახი კალაძის ირგვლივ არსებობს, არ გაქარწყლებულა. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოყენებული იქნება ძალადობის მეთოდოლოგია, ხოლო დამკვეთი არ იქნება დასჯილი. არ მგონია, რომ კორცხელის ინციდენტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი საზოგადოებამ ნორმალურად მიიღოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად და არც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ექნება დადებითი რეაქცია. თავხედობას უფრო გავს, რომ ეჭვმიტანილ ადამიანს ჩააბარო პროცესების მართვა“ - აცხადებს გელბახიანი.
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






