"ნუ ჰგონია ივანიშვილს, რომ არჩევნებს ფულით მოიგებს, 5 ოლქს პირწმინდად წააგებს"
პოლიტიკა - 14:01, 09 Jun, 2016     4034
ექსპერტ ვალერი გელბახიანს გადაჭარბებულად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის ოპტიმისმი იმასთან დაკავშირებით, რომ“ქართული ოცნება“ მომავალ პარლამენტში 95 მანდატით იქნება წარმოდგენილი. როგორც ვალერი გელბახიანი „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს მან სულ მცირე ხუთი ოლქი იცის ,სადაც მაჟორიტარულ არჩევნებს ოცნება პირწმინდად წააგებს .

„ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში არ არსებობს ოლქი , სადაც მაჟორიტარულ არჩევნებს ვერ მოიგებს, მაგრამ პირადად მე ხუთი ისეთი ოლქი ვიცი, სადაც ისეთი კანდიდატები დასახელდებიან სხვა პარტიებიდან, რომ ,,ოცნება“ პირწმინდად წააგებს. მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. როგორც კი დარეგისტრირდებიან მიხვდებით, რომ ისინი ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ „ქართულ ოცნებას“. მე როგორც ვიცი, ,,ოცნება“ არ აყენებს მაჟორიტარებად იმ კანდიდატებს,ვინც ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო გასული და შემდეგ ქართული ოცნების მხარეს გადავიდა, არის რამდენიმე ისეთი გავლენიანი და წონადი ფიგურა, რომლებსაც ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არჩევნებზე ვერ მოუგებენ. ნუ ჰგონია ივანიშვილს, რომ არჩევნებს ფულით მოიგებს. მას შევახსენებ,რომ 2012 წელს ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ფულიც დახარჯა,იმის მეათედიც კი არ დაუხარჯავს ,,ქართულ ოცნებას“, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები ვერ მოიგო. როცა ხალხს არ უყვარხარ,გინდ ძეგლი დაუდგი, გინდ სასახლე,ფულს გამოგართმევს,მაგრამ ხმას მაინც არ მოგცემს“ - აცხადებს გელბახიანი.


წყარო "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42