„შეგიძლიათ აუდიტორიას მიაწოდოთ ინფორმაცია რა ეტაპზეა საქართველოში „გაზპრომის’ შემოსაყვანად თქვენი ძალისხმევა . სხვადასხვა ენერგორესურსის დისკრედიტაციისთვის რუსეთი რამდენიმე არხს იყენებს და ერთ-ერთი პროპაგანდაა, ჩატარდა მოკვლევა და რამდენიმე პროპაგანდისტულ პრორუსულ არხსა და მაუწყებელს აფინანსებს მთავრობა. თქვენ პარლამენტში გამოსვლის დროს თქვით, რომ დადასტურების შემთხვევაში დაფინანსება შეწყდებოდა. ევროსაბჭომ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად აფინანსებს ასეთ მედიას. ახლა როდესაც დადასტურებულია შეწყდება თუ არა რუსული პროპაგანდისტული არხების დაფინანსება?“- მიმართა კითხვით კანდელაკმა პრემიერს.
კითხვის საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა რომ გაზპრომის თემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებოდა და საქართველო ამჟამად არ არის იმაზე მატად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო:
„რაც შეეხება გაზპრომს, მასთან ტექნიკური მოლაპარაკება გვქონდა და დასრულდა დამატებითი შეთანხმებით . ჩვენ არ ვართ რუსეთზე იმაზე მეტად დამოკიდებული, ვიდრე იყო წარსულში. მთელი ეს აურზაური პოლიტიკური სპეკულაცია იყო, თითქოს საქართველო ისევ გაზპრომს მიუბრუნდა. მაგრამ ეს ასე არაა. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას ეს ნამდვილად გამოწვევაა, მაგრამ ეფექტური კონტრპროპაგანდით მოვახერხეთ ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მაღალი დონის შენარჩუნება“- განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






