დაკავების შემდეგ ვლადიმერ მენაბდე პირველ კომენტარს აკეთებს:
„ჩვენ შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ სცემეს, სოციალურ ქსელშიც ბევრი სტატუსი აიტვირთა, რომ კუროტზე სეზონის დაწყების წინ დაიწყი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუშლის სეზონის წარმატებით ჩატარებას. ამ თემაზე ვაკეთებდით სიუჟეტს, დასრულებული გვქონდა მუშაობა, მოვდიოდით უკან. ოპერატორს დამატებით კადრები სჭირდებოდა, ამ დროს მოვიდა პიროვნება მუქარითა და შეურაცხყოფით, პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ ქონდა, პრეტენზია ქონდა „რუსთავი2“-ზე, რომ ჩვენ ყველაფერს არასწორად ვაშუქებთ და აგვიკრძალა გადაღება. არ მისცა ოპერატორს იმის უფლება, რომ გზა გადაეღო. ჩვენ ვერ გავიგეთ ვინ იყო ეს ადამიანი, ის გაგვეცნო, როგორც ზური ოთხოზორია. დავაზუსტების შემდეგ დადგინდა, რომ მოგვატყუა ეს სახელი და გვარი, აღმოვაჩინეთ, რომ ეს იყო ივანიშვილის ოჯახის ახლობელი გვარად ქიმუცაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს.
შემდეგ ადგილზე მოვიდა პოლიცია, რომელსაც რამდენჯერმე მივმართე და ნაცვლად იმისა დავეცავი, მითხრა, რომ ვიყავი დაკავებული, შემდეგ მოვიდნენ სხვა პოლიციელები. როგორც ურეკის, ასევე ოზურგეთის განყოფილებიდან. ასევე გურიის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ქიმუცაძე ხელმძღვანელობდა ამ პოლიციელებს, მისი დირექტივის ქვეშ იქცეოდნენ. აგრძელებდა ეს ადამიანი შეურაცხყოფას და მუქარას.
მიუხედავად ჩემი არაერთგზის მოწოდებისა, პოლიცია არანაირ ზომებს არ ღებულობდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა ამირან ჩეთკურიშვილმა, რომელიც მე გამეცნო ურეკის პოლიციის უფროსად, ადგილიდან გააპარა ეს ქიმუცაძე. არანაირი შეხლა - შემოხლა არ მქონია პოლიციასთან. პოლიციელმა სცადა მეხსიერების ბარათის წართმევა, მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, ამ დროს მან ჩაამტვრია ჩემი მანქანის სარკე. უბრალოდ ვეუბნებოდი გამარკვიეთ რა ხდება. არ გამარკვიეს, არაფერი არ მითხრეს “ - აცხადებს მენაბდე.
მასალის გამოყენების პირობები






