მოსამართლე მერაბ ტურავას რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმისთვის მიმართვას მმართველი გუნდი ეხმაურება. ეკა ბესელია ტურავას გადაწყვეტილებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ კანონი იმისთვის არის მიღებული, რომ გამოყენებული იქნეს:
„ისეთი განცდა მაქვს, რომ გყავთ პერსონალური სამიზნეები, რომელსაც თვლით ტქვენს მტრად, ასეთ ჩამონათვალში პირველ ნომერს ვერავინ წაართმევს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თქვენი ყოველდღიური მუშოაბის მუზაა, სადრაც ამ ჩამონათვალში, თუ სამეულში არა ხუთეულში მეც ვხვდები, იმიტომ, რომ ბევრი პერსონალური თავდასხმა მიმიღია თქვენი ტელევიზიის მხრიდან, მივეჩვიე უკვე, რომ ყოველდღე რაღაც ახალს გამოაცხობთ ხოლმე, თუ იქამდე დავიდა ეს ძალიან დიდი ისტორიის მქონე ტელევიზია და ისე გაგიჭირდათ, რომ თქვენ კილაძის რაღაც ბოდვებს და მის არასერიოზულ, მართლაც კომიკურ სიუჟეტებს იჯერებთ, იგონებთ და იყენებთ, ეს არის სერიოზული პრობლემა თქვენი ტელევიზიისთვის, კანონს იღებენ იმისთვის, რომ თაროზე შემოდონ და მოსამართლეებმა უყურონ როგორც უცხო ხილს? თუ იმისთვის, რომ გამოიყენონ? მე არ ვიცი მეორე დღეს გამოიყენებს ამ კანონს მოსამართლე თუ ორი თვის შემდეგ, მაგრამ კანონი უნდა იყოს ამოქმედებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






