პარტიებისთვის უფასო სარეკლამო დრო - ინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთავაზობს
პოლიტიკა - 13:01, 09 Jun, 2016     1324
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი პარტიებისთვის სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ითხოვს. ოპოზიცია აპროტესტებს იმ მუხლს, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროს.

მათი თქმით, კოალიციიდან გამოყოფილი სუბიექტები იღებენ უფასო სარეკლამო დროს რაც არაკოსნტიტუციურია.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით "ხელისუფლება საკანონმდებლო მაქინაციების საშუალებით ცდილობს ხელისუფლების მოპოვებას".

"ჩვენ ბოლომდე შევეცდებით, რომ მოქმედ ხელისუფლებას ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება არ მივცეთ. ხელისუფლებამ თავხედური ნაბიჯები გადადგა როდესაც უმრავლესობიდან წასული სუბიექტების სასარგებლოდ გადადგა, მიიღო გადაწყვეტილება ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო სისტემაში და უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკური პარტიები ჩააყენოს არასათანადო მდგომარეობაში"- აღნიშნა ქარდავამ.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოთი მსოფლიო დაინახავს, როგორ ცდილობს ხელისუფლება ძალაუფლების მიტაცებას.

"ხელისუფლება ამას ღებულობს ისე როგორც მას აწყობს. თუნდაც უფასო საეთერო დრო გადანაწილდება მხოლოდ კოალიციაში შემავალი სუბიექტებზე. ჩვენ ვიმსჯელებთ მივმართოთ თუ არა პრეზიდენტს. გადალახავს თუ არა ამ ვეტოს ოცნება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აქ საუბარია პრინციპზე. რომ ნახოს მთელმა მსოფლიომ, როგორ აპირებს ხელისუფლება ძალაუფლება"- აღნიშნა პაატა დავითაიამ.

"დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი კი ხელისუფლებას "კრიმინალური აქტის გამოცემაში ადანაშაულებს".

"მსგავსი საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცება კრიმინალური აქტის გამოცემაა. ისინი სხვას ართმევენ უფასო სარეკლამო დროს და საკუთარ თავზე ინაწილებენ. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამას ხელისუფლება უნდა ხედავდეს"- აღნიშნა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი აღარ განხორციელდება.

"გერმანული მოდელი ხელისუფლებისთვის კატასტროფაა და ამიტომ უფასო სარეკლამო დროის სანაცვლოდ მოხდა გარიგება"- აღნიშნა ოპოზიციის წევრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42