“საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრები ბოლო წლებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიან. მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებმა და ახალმა გეოპოლიტიკურმა წესრიგმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია რეგიონში ენერგეტიკული პოლიტიკის ახალი მიმართულებების ფორმირებაზე. სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების ძიება. კასპიის ზღვის აუზში დიდი მოცულობის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვების აღმოჩენის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. ენერგომატარებლებზე ფასების უკანასკნელი პერიოდის კონიუქტურამ, კიდევ უფრო მიმზიდველი და მომგებიანი გახადა კასპიის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებისკენ ტრანსპორტირება სამხრეთ კავკასიის გავლით. ამასთანავე, აღნიშნული რეგიონი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრების განვითარების პროცესში, წარმოადგენს რა ახლო აღმოსავლეთის რეალურ ალტერნატიულ გზას და ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ენერგომიმწოდებელ პარტნიორს ევრო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებისათვის“. - განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






