თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 12:24, 09 Jun, 2016     448
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში– „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი. კონფერენციას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მეცნიერები, ექსპერტები და პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები).

კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების -აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის არსებული და მომავალი როლი, ასევე დასავლეთის ქვეყნების მნიშვნელობა გლობალურ ენერგოპროცესებში. გაიმართა მსჯელობა საქართველოს მთავრობის სავარაუდო სტრატეგიაზე შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში. საუბარი შეეხო ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობებს– ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლისა და ფუნქციის გაზრდას და სხვა ქვეყნებთან მისი შედარებითი უპირატესობის გაძლიერებას. ასევე, განხილული იქნა გლობალური და რეგიონული მასშტაბის საკითხები.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, აშშ-ის, ევროკავშირის და ევროპული და რეგიონული ხელისუფლებების სამოქმედოდ, შემუშავდეს პოლიტიკის კონკრეტული რეკომენდაციები. კერძოდ: როგორ გაართვან თავი გლობალურ კონკურენციას ენერგოსფეროში; როგორ აპირებენ ხელისუფლებები იმოქმედონ შეცვლილ მსოფლიო პოლიტიკურ რეალობაში; რა როლი ეკისრებათ დასავლეთის ქვეყნებს ამ პროცესებში და რა წვლილს შეიტანს საქართველო და მისი მეზობლი ქვეყნები ევროპის ენერგოუსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42