ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ
პოლიტიკა - 12:14, 09 Jun, 2016     1066
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ღირსების ორდენებით დააჯილდოვა საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარე კონგრესმენი თედ პო (Ted Poe), აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი (Bruce Andrews) და ჰეპატიტი C ელიმინაციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი (Anthony Fauci).


დაჯილდოების ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. როგორც მიღებაზე აღინიშნა კონგრესმენ ტედ პოს ღირსების ორდენი საქართველოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის გადაეცა; ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში განსაკუთრებით აღინიშნა ასევე კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ბრიუს ენდრიუს როლი, რომელმაც განსაკუთრებულად შეუწყო ხელი საქართველოს, როგორც რეგიონალური ლოჯისტიკური ჰაბის კონცეფციის განვითარებას. ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორს ენტონი ფაუჩს კი ღირსების ორდენი საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დამკვიდრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მიღებისას განაცხადა საქართველო მართლაც უნიკალური ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შეძლო ცე ჰეპატიტის სახით დაემარცხებინა კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა.

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება ვაშინგტონში 2016 წლის 8 ივნისს გაიმართა. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42