საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას ქვეყნის პირველი პირი და პირველი ლედი დაესწრნენ
პოლიტიკა - 11:39, 09 Jun, 2016     1051

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის გაზიარებისათვის.

„მსურს თითოეულ აქ დამსწრე სტუმარს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი დღის ჩვენთან ერთად აღნიშვნისათვის, მათ ვინც ეს დღე 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნა. ეს დღე ევროპის ბევრ დედაქალაქსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საქართველოს დროშის ფერებით აღინიშნა. ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ, ევროკავშირისა და ნატო-ს დედაქალაქში და ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს თქვენთან ერთად ვზეიმობდე.

25 წლის წინ ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავდა დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. ამ თარიღიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა თავისუფლებისათვის და ეს ნიშნავს ემსახურო იმ მიზნებსა და ღირებულებებს, რომლებისაც გჯერა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მე ეს წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან ღრმად მწამს, რომ ევროპული სახელმწიფოებრიობა არის ის, რასაც საქართველო მიეკუთვნება და ეს არის ის ფორმა, რომელშიც საქართველო იქნება თავისუფალი.

მე ვეკუთვნი იმ კულტურას და ხალხს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ინდივიდუალურ არჩევანს და პატივს სცემს სხვა ხალხების ინდივიდუალურ არჩევანსაც.

მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოს შენება არის ჩემი ხალხის ის მიზანი, რომელიც სამი ათას წელს ითვლის და შესანიშნავად შეეფერება მათ არჩევანს.

ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება ევროპული ოჯახის მიმართ და არაერთგზის ვახორციელებთ ამ ვალდებულებას, იქნება ეს პოლიტიკური, საომარი მოქმედებების, ქართველების სამხედრო მსახურებითა თუ საქართველოს შიგნით იმ ღირებულებების გაზიარებით, რომლებიც ჩვენ ყველას გაგვაჩნია.

ჩემი ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში ემსახურება ზუსტად ამ ვალდებულებებისა და ჩვენი სტრატეგიული გზის კვლავ დადასტურებას, ასევე ახალი პარტნიორებისა და მეგობრების შეძენას. დღეს ჩვენ გვაქვს დღესასწაული, რომელსაც ვიზიარებთ საერთო ღირებულების მქონე ჩვენს მეგობრებთან. ნება მიბოძეთ მტკიცედ განვაცხადო, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გზა საქართველოსთვის, ჩვენ ძალიან ძლიერები ვიქნებით ამ გზაზე და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. კიდევ ერთხელ, მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ თარიღს. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სპეციალურად მოწვეული კვარტეტი აფორმებდა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბელგიის სამეფოსა და ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში მცხოვრები თუ მოღვაწე ქართველები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42