პარტიებისთვის სარეკლამო დრო - გიორგი ახვლედიანი კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს ითხოვს
პოლიტიკა - 11:08, 09 Jun, 2016     1089
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი დღეს გიორგი ახვლედიანის ინიციატივას განიხილავს. "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი პარტიებისთვის სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას ითხოვს.

ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, არასაპარლამენტო პარტიებმა პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვონ.

“პრეზიდენტმა სასწრაფოდ ამ საკითხით დაინტერესება უნდა განახორციელოს და ვეტო დაადოს ამ თემას, ანუ იმ საარჩევნო კოდექსს, რომელიც ვახტანგ ხმალაძემ საკუთარი ბედნიერებისათვის წარუდგინა პარლამენტს და ქართულმა ოცნებამ კიდევ მხარი დაუჭირა, რადგან გერმანული მოდელი არ გავიდეს პარლამენტში,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო ოპოზიციას აღნიშნული კანონპროექტის სანაცვლოდ გერმანულ მოდელზე უარის თქმაში ადანაშაულებს.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლება კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებს.

„თუ რაღაც კონკრეტული წინადადებები იქნება დასმული სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან, ბუნებრივია, ამ წინადადებებზე ვიმსჯელებთ. ხელისუფლებას, სისტემის გარდა, არ სურს ცვლილება შეიტანონ თვით საარჩევნო კოდექსშიც კი იქ რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებს, რომელიც კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის გამოადგეს მას და მასთან დაახლოებულ პოლიტიკურ სუბიექტებს - ეს არ არის საარჩევნო რეფორმა“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42