„მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც საქართველო ისევ გაერთიანდება"- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
პოლიტიკა - 10:58, 09 Jun, 2016     889
ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა დემოკრატიის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მიუხედავად რუსეთის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციისა და ბორდერიზაციისა რეგიონში დემოკრატიული მისწრაფებების წყაროდ რჩება.

„თქვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზასაყარზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ახალი აბრეშუმის გზის პოლიტიკისათვის. შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს რეგიონალურ ლიდერობას ტრანსკასპიური დერეფნით ევროპული და აზიური ბაზრების დასაკავშირებლად. ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ევრაზიის მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესში.

ვიცით, რომ მსგავსი ჩართულობა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი თუ მოკლებულია თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის საფუძველს. დღეს საქართველო აგრძელებს დემოკრატიის მაგალითად წარმოჩენას მთელი რეგიონისათვის. ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უწევს რუსეთის ოკუპაციისა და ბორდერიზაციის რეალობასთან მუდმივი გამკლავება. შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას იმისათვის, რომ საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ისევე როგორც ფართო სამეზობლოს, დაანახოს რომ დემოკრატია, ღიაობა და ტოლერანტობა არის საზოგადოებისათვის მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტი. მსოფლიო თვალს გადევნებთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მის მიმართ არსებულ მოლოდინს გაამართლებს“- განაცხადა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით როდესაც საქართველო კვლავ გაერთიანდება, რადგან არჩევანი საქართველოს მომავლის შესახებ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ, და არავინ სხვამ. და ეს ცალსახად ასეა. ჩვენ მყარად ვდგავართ ბუქარესტში გაკეთებული დანაპირების უკან, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, და ჩვენ კვლავ უცილობლად განვაგრძობთ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას. როდესაც დღის წესრიგში დადგა 21-ე საუკუნის გამოწვევებზე პასუხის გაცემის საკითხი, საქართველოს არასოდეს უორჭოფია. საქართველო ღირსეულად განაგრძობს ყველაზე დიდი კონტრიბუტორების სამეულში აშშ-სა და გერმანიასთან ერთად სამსახურს ავღანეთში. საქართველოს ეს ღვაწლი განსაკუთრებულია და შესაბამისად საქართველო იმსახურებს ასევე განსაკუთრებულ შეფასებას. მე ვემხრობი სენატორ კოტონის მშვენიერ სიტყვებს და პატივს მივაგებ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლს ავღანეთში, სადაც გმირულად იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ჰელმანის პროვინციაში. მათ მადლობას ვუხდი იმ ღვაწლის გამო, რამაც ჩვენი სამყარო ცოტათი უფრო უსაფრთხო გახადა.“- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა.

მან ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ხალხის ურყევ მეგობრობას და წარმატება უსურვა საქართველო მისი შემდგომი განვითარების გზაზე.

„წელს მსოფლიო მასშტაბით არჩეული მხოლოდ ათ ახალგაზრდა ლიდერთაგან ერთერთი ახალგაზრდა ქალბატონი იყო თბილისიდან, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააჯილდოვა. როდესაც საქართველოს ბოლო 25 წლის მიღწევებს გადავავლებთ თვალს, მე ეჭვიც არ მეპარება რომ ეს ახალგაზრდები გაუძღვებიან შემდეგ 25 წელს და ბევრად მეტსაც.

ამერიკელი ხალხის სახელით გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს“-განაცხადა ბლინკენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42