საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან იგი არის თავისუფალი სამყაროს გარანტი - მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 10:06, 09 Jun, 2016     1175

"საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან გვჯერა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენთვის უაღრესად ღირებულ ფასეულობებს. იგი არის თავიუფალი სამყაროს უსაფრთხოების გარანტი, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან და მანამდეც რკინის ფარდის მიღმა, იყო და არის ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებისთვის. ეს ფასეულობები ჩვენი მისწრაფებაა და სწორედ ნატო-ს მოვალეობაა და მისი მთავარი ინტერესია დაიცვას თავისუფალი სამყარო და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფასეულობებისთვის იბრძვიან"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ

ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე "The Future of NATO Enlargement and New Frontiers in European Security" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ატლანტკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა მნიშნელოვანი პროცესია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფიან, არამედ თავად ალიანსისთვისაც, რადგან ეს პროცესი უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დამკვიდრებას.

"საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩვანია. ჩვენ ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანებას ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესად მივიჩნევთ, რისი ნაწილიც ისტორიულად ვართ. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრაციის იმ მექანიზმების გამოყენებით, როგორც არის წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი. საქართველო რეგიონალურ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების გატარების თვალსაზრისით"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ყველასათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და მრავლისმომცველი რეფორმები არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ კონკრეტული შედეგით გვირგვინდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობის თვალსაზრისით და ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

ატლანტიკრი საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესსა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი, საქართველოსა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრები, უკრაინის პოლიტიკური წრეების წარმომაგენლები, ამერიკის შერთებული შტატების ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42