“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და ამიტომაც მე მათ გვერდით ვდგავარ“ - ბეგლარ სიორიძე
პოლიტიკა - 21:15, 08 Jun, 2016     1859
დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრას ISLET GROUP-ის წარმომადგენელი იური ჯიბუტიც ესწრებოდა.

მოსახლეობა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კორპუსთან მოშორებით, გაზსატუმბი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს. ბეგლარ სიორიძე მოქალაქეებს გაესაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თავადაც არ მოსწონს აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზსატუმბის განთავსება, მაგრამ კანონი უფლებას არ იძლევა, მესაკუთრეს მის კერძო ნაკვეთზე კანონის ყველა ნორმით დაცული სამეწარმეო საქმიანობა აეკრძალოს.

,,ვინაიდან მოსახლეობა გაზსატუმბი სადგურის აშენების წინააღმდეგია, ვთხოვე ინვესტორს, იქნებ აღნიშნული გაზსატუმბი სხვა ადგილზე გადაიტანონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და ამიტომაც მე მათ გვერდით ვდგავარ. სირცხვილი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ადამიანების თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისათვის გამოყენებას ცდილობენ. საბედნიეროდ, ოპოზიცისგან განსხვავებით ეს ადამიანები და მთლიანად ოზურგეთელები კარგად ხედავენ თუ რამდენი რამ კეთდება ქალაქში. ყველანაირად ვეცდები ინვესტორსა და მოსახლეობას შორის საერთო ენა გამოიძებნოს და გაზსატუმბის სხვა ტერიტორიაზე განთავსების შეთანხმება შედგეს.“ - განაცხადა ქალაქის მერმა .

ბეგლარ სიორიძემ ISLET GROUP -ის წარმომადგენელს სთხოვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას დაელაპარაკოს და მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42