საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
"ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით ნატო-ს შტაბბინაში. მოხარული ვარ, რომ კვლავ გიხილეთ, ჩვენ ადრეც შევხვედრილვართ, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, მიგიღოთ აქ ნატო-ს შტაბბინაში. რადგან საქართველო არის ძალიან დასაფასებელი პარტნიორი ნატოსთვის. ჩვენი პარტნიორობა არის ძლიერი და კიდევ უფრო ძლიერდება.
საქართველო არსებითად ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ქართველი ჯარისკაცები მხარ და მხარ დგანან ნატოსთან ერთად წლების განმავლობაში. გამორჩეულ როლს ასრულებენ ჩვენ ოპერაციებში. ამჟამად, საქართველო არის მესამე უდიდესი კონტრიბუტორი ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამისთვის გიხდით უდიდეს მადლობას და ასევე ქართველ ხალხს ვუხდი მადლობას, საქართველოს მიერ ნატო-ს ოპერაციებში და მისიებში შეტანილი მტკიცე წვლილისთვის.
საქართველომ ასევე განახორციელა შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმები და თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია. ამდენად, საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატო-ს და ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ.
ბოლო ორი წლის მანძილზე, ჩვენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარვადგინეთ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. განხორციელებაც კარგად მიმდინარეობს.
გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებამ.
ჩვენი ერთობლივი გადამზადების და შეფასების ცენტრი თბილისში კარგად მუშაობს. ასევე დაიწყო ერთობლივი წვრთნები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში. ეს კარგია ჩვენთვის და კარგია ასევე საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს მიმართ და ჩვენი პარტნიორობის მიმართ ნატო-ში გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა.
დაახლოებით ნატო-ს 30 ექსპერტი იმყოფება საქართველოში, რომლებიც თქვენ ქვეყანაში, თავდაცვის სფეროში, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში გეხმარებიან და ამით მეტი წვლილი შემოაქვთ.
ამდენად, ნატო ერთგული რჩება დაგეხმაროთ, რათა გააძლიეროთ უსაფრთხოება და განახორციელოთ რეფორმები.
მომდევნო თვეში, ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მხარდაჭერის პაკეტს საქართველოს მიმართ. რაც ნათელი დადასტურება იქნება ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ.
დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება და მიმდინარე კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა. მივესალმები ყველა ამ სფეროში რეფორმების გაძლიერების ძალისხმევას. ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია.
ამდენად, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საქართველო და ნატო ერთმანეთს უახლოვდებიან და მივესალმები, რომ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება. ჩვენ თქვენ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ველი თქვენთან შეხვედრას ვარშავაში რამდენიმე კვირაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით."- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






