"გვჯერა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 20:58, 08 Jun, 2016     1171
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

"დიდი მადლობა, გენერალურო მდივანო, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის და საქართველო-ნატოს პარტნიორობის სიღრმისეული განხილვისთვის.

ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ალიანსის მისიებში მონაწილეობას. მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა, რომ ჩავატაროთ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ერთობლივი წვრთნები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავზე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები იდგნენ ქართველი ჯარისკაცების გვერდით ისევე, როგოც ჩვენი სამხედროები დგანან მათ გვერდით ბრძოლის ველზე და შეაქვთ წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ მოახლოებული ვარშავის სამიტი და თანამშრომლობის ფორმატები, რომელსაც წინ წავწევთ ვარშავის სამიტზე.

განვიხილეთ უელსის სამიტის დასკვნა, არსებითი პაკეტის განხორციელების თაობაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მივიჩნევთ, რომ ეს პროცესი კიდევ უნდა გაგრძელდეს.

მე მივაწოდე ინფორმაცია გენერალურ მდივანს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. ვაცნობე მკვლელობის ფაქტის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა საოკუპაციო ხაზთან, ასევე ახლახანს განვითარებული მოვლენები, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო ბანერების აღმართვის ფაქტის შესახებ.

გვჯერა, რომ საქართველოს ვალდებულება ევროალტანტიკური ინტეგრაციის მიმართ გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გზით და 8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

დიდი მადლობა."- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42