კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პირი უარს განაცხადებს ნატკოტესტირებაზე, მისი არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე გახდება შესაძლებელი.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება, იგი უფლებამოსილი იქნება, დააკავოს იგი. თუ დაკავების შემდეგ პირი ნარკოტესტირებაზე თანახმა იქნება, იგი გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირს წარედგინება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება თანახმა - „პოლიციელი შეადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს". იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შესახებ ვარაუდი დასაბუთებულია, მას უფლება ექნება, გამოიტანოს განჩინება არანებაყოფლობითი გამოკვლევის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, იგი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გაათავისუფლოს დაკავებული.





მასალის გამოყენების პირობები






