ლაგაზიძე იმ მომენტისთვის ურეკში იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლიცია ლადო მენაბდე დანგრეული გზის გადაღებისას დააკავა.
,,ურეკში მაინც არ ვიყო, რუსთავი 2-ის კორესპონდენტის დაკავების თაობაზე შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აბსოლუტურად ყალბი ფაქტებია მოყვანილი! ეს იყო ხელისუფლების მიერ გამოკვებილი ხალხი, რომელიც ურეკის დანგრეული გზის გადაღების უფლებას არ აძლევდა. ძალიან მარტივია ხალხო, უბრალოდ გამოიკვლიეთ სად მუშაობენ პროვოკაციაში მონაწილე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები!“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კურიერის გადამღები ჯგუფი ურეკში, ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფებოდა, რომლის თანახმადაც ადგილზე გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით კი მომხდარის მიზეზი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა გახდა, რომლის გაკეთებასაც მოსახლეობა ზღვის სეზონის დაწყებამდე მოითხოვდნენ.
აქციის გადასაღებად მისულ ჯგუფს მოქალაქეები მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, ადგილზე მისულმა პოლიციამ კი კურიერის ჟურნალისტი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა შს სამინისტრომ და ვლადიმერ მენაბდე პოლიციის მიმართ გამოხატულ აგრესიაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






