საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 18:36, 08 Jun, 2016     1164
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა, დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყანას, წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

მხარეებმა მომავალი NATO-ს ვარშავის სამიტზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული საშუალება, რათა მოემზადოს საბოლოო გაწევრიანებისათვის. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ NATO შეაფასებს და აღიარებს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველო-NATO-ს ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების და დღეს სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტების გამო.

"საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.

ცხადია საუბარი შეეხო ვარშავის სამიტის მზადების პროცესს და 26 მაისს NATO-ს ჯარისკაცების მონაწილეობას ჩვენს ღონისძიებაში, იმ წვრთნებს, რომელიც NATO-ს ჯარისკაცების მეშვეობით განხორციელდა საქართველოში. შეხვედრისას მომავალ თანამშრომლობაზეც იმსჯელეს, ასევე ქართველი ჯარისკაცების უფრო მეტ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე აღინიშნა, რომ NATO-ს წვრთნები საქართველოში უფრო ინტენსიურად უნდა ჩატარდეს"- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42