ავლევში ოკუპანტების მიერ დადგმულ ბანერებზე საქართველოს სხვადასხვა უწყებები შეფასებებს აკეთებენ.
ქეთევან ციხელაშვილი ამ ქმედებას „მორიგ პროვოკაციას“ უწოდებს:
„აშკარად არის მორიგი პროვოკაცია, ჟენევის რაუნდის წინ. ერთ კვირაში ჩვენ გვაქვს 36-ე რაუნდის შეხვედრა ჟენევაში, ძალიან სამწუხაროა, სწორედ რაუნდების წინ ხდება ასეთი მოძრაობები, პროვოკაციული გამოხდომები, ამჯერად ორი ე.წ ბანერი იქნა დამონტაჟებული, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან აქვს ჩვენი ინფორმაციით გარკვეული წარწერა, რომ თითქოს მათ მიერ კონტროლირებადი ზონა ნიშნულიდან 100 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება, მოსახლეობაში რა თქმა უნდა არსებობს უკმაყოფილება და საფრთხის განცდა, ნამდვილად, ცალსახა შეფასება, გარდა იმისა, რომ პროვოკაციაა, ეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ავლევის განაპირას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ადგილობრივი მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ თუ პერიმეტრზე მავთულხლართების გავლებას დაიწყებენ მიწის ნაკვეთების გარეშე დარჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები






