დავით დეფი: „თავს თუ დაესხმებიან ქალსა თუ კაცს, სოფო ნიჟარაძეს თუ მე, თუ ნებისმიერი ჩვენგანს - უამრავი ადამიანი სიხარულს ვერ მალავს და არც მალავს. უამრავი ადამიანი წერს და წერს გაუთავებლად, წერს ყველგან სადაც ხელი მიუწვდება და ლაპარაკობს ყველგან სადაც ამის საშუალება აქვს, რომ მაგარი რამე მოხდა, რომ ასე არ უნდა გაამწარო ადამიანი თავს დაგესხას და გცემოს, რომ ღირსი ხარ, რომ წესიერად უნდა იცხოვრო, რომ აბა რა გეგონა, რომ ჯერ სად ხარ, რომ ეგრე მოგიხდება, რომ მიიღე რაც გეკუთვნოდა და ახლა ხმა ჩაიგდე და მოკვდი.
ამ უამრავ ადამიანს ახარებს დღევანდელი ყოფა და ასე ყოფნა ამ ყოფაში. მათ ახარებთ ადამიანთა დევნა და დამცირება, ისინი ჯოგში ბედნიერები არაინ ვიდრე მარტოდ თავთან დარჩენილები და თავიანთ შვილბსაც ასეთი დაგეშილი სიხარულით ასეთ ნაგავში ზრდიან და ეს ნაგავი ყოველდღე და ყოველღამე, თაობიდან თაობაში მატულობს და მატულობს. ყარს და ყარს.
ამ უამრავ ადამიანს ძალიან ეშინია თავისუფლების. პასუხისმგებლობის. ნიჭის.
უამრავო ადამიანო, დიახ თქვენ მოგმართავთ უამრავო ადამიანო - ღმერთი გფარავდეთ და ღმერთმა გადაგარჩინოთ. ღმერთმა აგარიდოთ ყველანაირ ბოროტებას თქვენ და თქვენი შვილები.
დ♔სიახLOVE
8 ივნისი 2016“
მასალის გამოყენების პირობები






