ჩვენი მიზანია, შევქმნათ რუსეთის მიმართ გამძლეობა და შევამციროთ დაუცველობა - მაიკლ კარპენტერი
პოლიტიკა - 15:35, 08 Jun, 2016     1296

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ძირითადი განსახილველი თემები იყო რუსეთის აგრესია რეგიონში, ასევე საზღვრისა და ხელშეკრულებების დარღვევა. სხდომაზე მომხსენებელად სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო მიწვეული.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები ამ თანამშრომლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას დაუთმობს.

სხდომაზე განცხადება გააკეთა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემაც. მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ იზიარებს განსაზღვრებას, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი და განაგრძობს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირებას. კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აქტიურად მუშაობს საქართველოსთან თავდაცვიუნარიანობის ამაღლების კუთხით:

„სრულად ვეთანხმები თქვენს განსაზღვრებას, რომ რუსეთი აგრძელებს სხვადასხვა გზით ზეწოლას საქართველოზე, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ასევე რუსეთი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას სამხრეთ ოსეთის რეგიონში საქართველოს ტერიტორიის უფრო მეტ ნაწილზე, რუსეთი სხვა მხრივაც ახდენს ზეწოლას საქართველოზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის მიერ სურვილის გამოცხადებით რეფერენდუმის ჩატარებაზე რუსეთში ინტეგრირებისთვის.

2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ჩვენი მიზანია, შევქმნათ რუსეთის მიმართ გამძლეობა და შევამციროთ დაუცველობა. კრიზისის შემდეგ დავხარჯეთ 480 მილიონი საქართველოს უსაფრთხოების დახმარებაზე, ბევრი ჩვენი ტრენინგის პროგრამა, ბოლო ათწლეულში ფოკუსირებული იყო ქართველი ძალების მომზადებაზე და საზღვარგარეთ განსათავსებლად, მათ შორის ერაყში, მოგვიანებით კი ავღანეთში, ახლა ჩვენ ვაპირებთ მეტი ყურადღება დავუთმოთ ქართული ძალის გაწვრთნის ძალისხმევას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42